Sunday, December 15, 2013

დღეს გავცანით მოსწავლის ნამუშევრისა და ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს.აგრეთვე დროში გაწერილი გეგმის ჩეკლისტს.მეტად საინტერესო დღე იყო.

Saturday, December 14, 2013

განვიხიხილეთ მოდული 4.ვნახეთ მოსწავლის ნამუშევრები.თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლის ამპულაში და თავად შევაგროვეთ ინფორმაცია.შემდეგ დავუკომენტარეთ ერთმანეთს ბლოგებზე.

Sunday, December 8, 2013

ვიმუშავეთ წყვილებში.გავეცაანი ქალბატონ ლიას პრეზენტაციას.ძალიან მომეწონა.გავაკეთეთ უკუკავშირი.ავტვირთეთ ჩვენი პროექტები ბლოგებზე. გავეცანით საავტორო უფლებებს.მეტად ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday, December 7, 2013

დღეს   ვიმუშავე  პროექტის  პრეზენტაციის შაბლონზე, განვსაზღვრე  მოსწავლის  საჭიროებები .შევავსე სქემა ვ.მ.ვ. გრაფა.ვისწავლეთ ვორდის  დოკუმენტის  განთავსება   პრეზენტაციაში,მისი გაფორმება. საკმაოდ კარგად გავიგე ყველაფერი, ეს ჩემი ტრენერის დამსახურებაა.მადლობა  მარეხის დღევანდელი  დღისათვის.

Thursday, December 5, 2013

დღეს ვიმუშავეთ პოექტის გეგმის შაბლონში.პროექტს მოვარგეთ ინდიკატორები.გავწერეთ მიზანი.ავარჩიეთ  საკვანძო სიტყვები.
მივუსადაგეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ჩემი პოექტის თემაა:,,კულტურული მცენარე სიმინდი
ზედმეტად ვრცელი ხომ არ არის ეს თემა მე-3 კლასელებისათვის?შეძლებენ თუ არა ბავშვები  მასალის მოძიებას?(თუმცა  მასალის მოძიებაში დიდოსტატები  არიან, საკმაოდ კარგად მუშაობენ ინტერნეტში.)

Wednesday, December 4, 2013

ჩემი პროექტის თემაა:  კულტურული მცენარე  ,სიმინდი"
ჩემი მიზანია მოსწავლეებს თეორიული ცოდნა ,პრაქტიკულად განვახორციელებინო.
გავეცანი ერთ-ერთ მზა პროექტს.აუცილებლად გამოვიყენებ განსხვავებულ ელემენტებს
ჩემი და ბავშვების სასარგებლოდ.უცხოურს დაემატება მშობლიური და ვფიქრობ საინტერესო გამოვა.ბლოგებიდან მოძიებული ინფორმაციები რჩევად გამომადგება
მომეწონა თვალსაჩინოებით (სურათებით) გაფორმებული პროექტი.